მაკრახიძე: არვიცი, რამდენად იცნობს ახალი გუბერნატორი შიდა ქართლის რეგიონს

აპრილი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ერთსაათიანი საუბრით ბევრს ვერაფერს განვიხილავდით, შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო - განაცხადა რადიო ,,მოზაიკასთან“ იოსებ მაკრახიძემ.

პარლამენტარი ახალ გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. მაკრახიძის განმარტებით, რეგიონის ახალ ხელმძღვანელთან ერთად ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე იმსჯელეს. 

,,სულ ერთ საათიანი შეხვედრა იყო. გაგვეცნო და გვითხრა, რომ ქალაქებისთვის და რაიონებისთვის სიკეთეები ერთად უნდა ვაკეთოთ. რამდენად იცნობს შიდა ქართლის რეგიონს და მის საჭირობებს, ამაზე საუბარი არ ყოფილა და ვერ გიპასუხებთ. ეს ყველაფერი ალბათ მისი საქმიანობით გამოჩნდება“, - ამბობს გორის მაჟორტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე.

Read 1505 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი