შერიგების სამინისტრო: ეთნიკური ქართველების უფლებები სისტემატიურად ირღვევა

აპრილი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს დელეგაციამ ჟენევაში გაამახვილა ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტებზე - ინფორმაცია ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრომ გაავრცელა. 

კერძოდ აღინიშნა: ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, მოსახლეობისთვის საკუთრ მიწებზე წვდომის უზრუნველყოფა და მავთულხლართების გავლების შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილი პრობლემები.

ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხი. ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში, ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად, იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება დაისვა. თუმცა, საკითხის განხილვის დაწყებისთანავე რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრებმა, მათ შორის მონაწილეებმა სოხუმიდან და ცხინვალიდან, შეხვედრა წინა რაუნდების მსგავსად კვლავ დატოვეს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე მუშაობა ტრადიციულად ორ - უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებში წარიმართა. ჰუმანიტარულ ჯგუფში ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.

ჟენევის დისკუსიების შემდგომი - 44-ე რაუნდი 2018 წლის 27ივნისში გაიმართება.

Read 968 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი