გორის მუნიციპალიტეტი გასულ წელთან შედარებით წელს საწვავში 102 759 ლარით მეტს გადაიხდის

აპრილი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"2018 წელს გორის ადგილობრივ ბიუჯეტში საწვავის ხარჯისთვის მთლიანად 221 000 ლარია გათვალისწინებული", - ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას“ საკრებულოში დაუდასტურეს.

საფინანსო განყოფილების წარმომადგენლების განმარტებით, ამ თანხიდან 16 000 ლარი წინა წლიდანაა შემორჩენილი.

,,2018 წლის საწვავის ხარჯი 205 000 ლარია, ამ თანხას წინა წელს დარჩენილი 16 000 ლარიც ემატება და ახალ ბიუჯეტში ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა სულ 221 000 ლარს შეადგენს“-აცხადებენ საკრებულოს ფინანსურ განყოფილებაში.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2017 წელს, გორის მერიამ და რაიონის გამგეობამ სულ 102 241 ლარის საწვავი შეისყიდა. წელს კი ეს თანხა თითქმის გაორმაგებულია.

Read 1478 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი