საკრებულოს თავმჯდომარე: კოლექტიური პრემიები აღარ იქნება, თუმცა ჯილდოს გაცემა თანამშრომლებზე არ გვეზღუდება

აპრილი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, გასულ წელს განხილული და დამტკიცებული საკითხი პრემიის გაცემასთან დაკავშირებით, დამსახურებული თანამშრომლებისთვის ჯილდოს გაცემას არ გამორიცხავს.

დავით რაზმაძე ამბობს, რომ კანონით განსაზღვრული პრემია - დანამატებისთვის გათვალისწინებული ლიმიტი წლიურად გასაცემ ხელფასებზე გადაანაწილეს და თვის განმავლობაში გასაცემი სახელფასო ანაზღაურებაც ასე განსაზღვრეს, თუმცა გამონაკლისის დაშვება კონკრეტული პირების მიმართ არ ეკრძალებათ.

,,კოლექტიური პრემია - დანამატები აღარ გაიცემა, მაგრამ კანონი არ გვიკრძალავს ფულადი ჯილდოს სახით წავახალისოთ ის თანამშრომლები, რომლებიც თავისი საქმიანობით სხვებისგან იქნებიან გამორჩეულები. ეს რა თქმა უნდა არგუმენტირებული იქნება და გადაწყვეტილება კონკრეტული დასაბუთების შედეგად მიიღება თუ რატომ ეკუთვნის ეს წახალისება ამა თუ იმ თანამშრომელს. ეს იქნება ერთეული შემთხვევები და არა მასიური“, - განაცხადა დავით რაზმაძემ.


2017 წლის შემოდგომით, საკანონმდებლო ორგანომ საჯარო მოხელეებზე პრემია-დანამატების გაცემის ახალი წესი განსაზღვრა, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 იანვრიდან შევიდა. ცვლილების მიხედვით, საჯარო მოხელეს უფლება ექნება პრემიის სახით წლიური ხელფასის მხოლოდ 10% მიიღოს, დანამატის სახით კი იგივე წლიური ხელფასის 20%. შედეგად, გორის მუნიციპალიტეტში ​ პრემია - დანამატებისათვის გამოყოფილი თანხები ხელფასებზე ასახეს და ის 12 თვეზე გადაანაწილეს.

Read 1190 times Last modified on Last modified on აპრილი 04 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი