Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018 10:33

ბიბილოვის მილიონიანი წინადადება

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება 1 მილიონ რუსულ რუბლს გადაიხდის 2008 წლის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამი „მოქალაქის“ ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის, - ინფორმაცია ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის,  ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

როგორც დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, 2008 წლის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ სოლთან პლიევი, ალან ხაჩიროვი და ალან ხუგაევი

„ვიმედოვნებ, რომ ამ ბიჭებს მოვძებნით. მზად ვართ ფულადი ანაზღაურება გადავუხადოთ იმ ხალხს, ვინც რაიმე ინფორმაციას მოგვცემს მათ ადგილსამყოფელზე“, - განაცხადა ბიბილოვმა.

როგორც დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში აღნიშნეს, თითოეულ უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 1 მილიონ რუსულ რუბლს გასცემენ, საერთო ჯამში კი სამი მილიონია აღნიშნულისთვის

Read 3498 times Last modified on ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018 10:38