შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს სარწყავი წყლის პრობლემა კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებს უჩენს

აპრილი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი სარწყავი წყლის არქონით შეწუხებულ მოსახლეობას მიმართავს და ამ მხრივ არსებული ვითარების შესწავლას იწყებს. ამის შესახებ მან პოსტი საკუთარ ფბ გვერდზე გაავრცელა, შემდეგ კი დეტალურად რადიო ,,მოზაიკას“ ესაუბრა.

მისი თქმით, სარწყავი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ სოლიდური თანხა დაიხარჯა, თუმცა პრობლემა მიმდინარე წლის გაზაფხულის სეზონისთვის ისევ გადაუჭრელია.

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ეჭვობს, რომ ადგილი აქვს თანხების გაფლანგვას და უკანონოდ მითვისებას. მისი თქმით შიდა ქართლის მასშტაბით დაახლოებით 10-მდე სოფლიდან უკვე გამოეხმაურნენ და ადგილზე არსებულ სარწყავი წყლის პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ანდრო ბარნოვი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დაზარალებული მოსახლეობისგან მიღებულ ინფორმაციებს შეისწავლის და გამოკვეთილ ვითარებაზე ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს. ამ ეტაპზე კი მოსახლეობას გამოხმაურებასა და ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს, მისი განცხადებით, აუცილებელია დაზარალებული მოსახლეობისთვის პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება თუ რა გახდა არსებული პრობლემის დღემდე გადაუჭრელობის მიზეზი.

,,ყველას, მთელი საქართველოს მასშტაბით გთხოვთ, გამოეხმაუროთ ამ შეკითხვას. ნუ დაიზარებთ და დაასახელეთ სოფელი/თემი/რაიონი, სადაც 2012 წლის შემდეგ ვითომ გაკეთდა სარწყავი სისტემა, რომელიც დღემდე არ მუშაობს ან სახელმწიფო წარმოუდგენელ თანხებს ითხოვს წყლის მიწოდების სანაცვლოდ. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ უზარმაზარი ფულის გაფლანგვა მოხდა, პლუს სავარაუდოდ ბევრმა კონკრეტულმა ჯიბემაც იხეირა. მიწები კი ისევ ყრია უწყლოდ. დაწერეთ ყველამ, სად იცით ასეთი შემთხვევა და შევადგინოთ მთლიანი სურათი. შემდეგ კი მივხედოთ ამ საქმეს როგორც წესი და რიგია. თუ სადმე გაკეთდა და მუშაობს, ეგეც მომწერეთ. იქნებ მეჩვენება და ყველაფერი რიგზეა ქვეყანაში?

უამრავი ფული დაიხარჯა, ეს სარწყავი სისტემები ვითომ გაკეთდა, არანაირი გათვლა არ იყო. ფაქტია, რომ კორუფციული პროექტი იყო თავიდან ბოლომდე. სასმელი წყლის პრობლემაც არის ბევრგან. სარწყავზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ერთია როცა არ აკეთებენ, მეორეა - როცა ვითომ აკეთებენ და ამაში იხდი უამრავ ფულს. მილიონებია აქ წასული. 2012 წლის შემდეგ, უამრავი არხი გაკეთდა ვითომ და მას შემდეგ გდია ასე უფუნქციოდ", -  განაცხადა ბარნოვმა

Read 1643 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი