ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯარი რუსეთის 58-ე არმიასთან ერთად წვრთნებში ჩაერთო

აპრილი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები 58-ე არმიის სამეთაურო-საშტაბო წვრთნებში ჩაერთვნენ - ინფორმაციას ოსური მედია საშუალებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

წვრთნები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, ძარწემის პოლოგონზე გაიმართება.


„სამხრეთ ოსეთის არმია ასევე შეასრულებს საბრძლო ამოცანებს ქვეყნის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსეთის მეოთხე არმიის ჯარისკაცებთან ერთად", - აცხადებენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში.


სამეთაურო-საშტაბო წვრთნები ორ აპრილს დაიწყო. სამხედრო სწავლებებში 2000 ჯარისკაცი და 300 ერთეული საბრძოლო ტექნიკაა ჩართული

Read 2293 times Last modified on Last modified on აპრილი 05 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი