"ფინკა ბანკში" ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო (R)

აპრილი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, "ფინკა ბანკი" მომხმარებელს ფულად გზავნილებზე აქციას და სიახლეებს სთავაზობს.

მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს გაანაღდებენ ან გააგზავნიან "ფინკა ბანკის" ოფისებიდან, მიიღებენ საჩუქარს - 500 ლარიან დეპოზიტს.

აქციაში ჩართვა მარტივია - "ფინკა ბანკის" ყველა სერვის ცენტრში მომხმარებელს გადაეცემა ფულადი გზავნილების სპეციალური ბარათი, სადაც აქციის დროს განაღდებულ ან გაგზავნილ ფულად გზავნილზე ჩაიკვრება პატარა სტიკერი. აქციის განმავლობაში, მესამე და მეექვსე გზავნილზე მომხმარებელი მიიღებს ბრენდირებულ საჩუქარს. მათ კი, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით ყველაზე მეტ გზავნილს მიიღებს ან გაანაღდებს ფინკა ბანკში, 500 ლარიანი დეპოზიტი გადაეცემა. "ფინკა ბანკის" ფულადი გზავნილების აქციას 20 გამაჯრვებული ეყოლება. ისინი 2019 წლის 10 იანვარს დასახელდებიან.

„მოხარულები ვართ, რომ საბანკო ტრანსფორმაციის შემდეგ, შეგვიძლია ფულად გზავნილებზე მომხმარებლებს მოსახერხებელი და სწრაფი სერვისი შევთავაზოთ. ჩვენს ყველა სერვის ცენტრში გზავნილის მიღება ან გაგზავნა სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. ახლა კი სიახლე გვაქვს, დავიწყეთ წამახალისებელი აქცია და ერთგულ და ლოიალურ მომხმარებლებს საჩუქრებს გადავცემთ. გირჩევთ, რომ ჩაერთოთ გზავნილების აქციაში, მიიღოთ სპეციალური ბარათი და დაიწყოთ თქვენი გზავნილების ისტორიის დაგროვება ფინკა ბანკში“ - ამბობს თამარ სოფრომაძე, "ფინკა ბანკის" საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

აღსანიშნავია, რომ "ფინკა ბანკის" ფულადი გზავნილების აქცია ქვეყნის შიდა ფულად გზავნილებზე არ ვრცელდება.

"ფინკა ბანკი" წელს საქართველოში საქმიანობის 20 წელს აღნიშნავს. საიუბილეო წელთან დაკავშირებით ბანკში ბევრი სიახლე და აქციაა დაგეგმილი.

Read 1407 times Last modified on Last modified on აპრილი 10 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი