დაპირების მიუხედავად, გორის მერია "აზდაკის ბაღის" სპექტაკლს არ დააფინანსებს

აპრილი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

„აზდაკის ბაღის“ თეატრი გორში სპეკტაკლს დღეს საკუთარი ხარჯებით გამართავს. გორის მერია, დაპირების მიუხედავად,  სპექტაკლს არ დააფინანსებს. 

მიუხედავად იმისა, რომ გორის მერია მათ თანხის გამოყოფას ორი თვის წინ შეპირდა, თეატრის  ხელმძღვანელმა რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ გორის მერია მათ დაფინანსებას ვეღარ შეძლებს. ბაჩო გაბრუაშვილის თქმით, მოლაპარაკებებს გორის მერიის კულტურის სამსახურთან აწარმოებდნენ.

„ორი თვეა, მოლაპარაკება გვაქვს, რომ უნდა ჩამოვიდეთ გორის თეატრში და გორის მერია გვპირდებოდა, რომ გარკველი თანხით დაგვაფინანსებდნენ. თავიდან საუბარი იყო 3 000 ლარზე, თუმცა შემდეგ გვითხრეს, რომ 2 000 ლარით შეეძლოთ ჩვენი დაფინანსება, თუმცა ორი დღის წინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თანხის გამოყოფას საერთოდ ვერ შეძლებდნენ", - გვითხრა ბაჩო გაბრუაშვილმა

რადიო „მოზაიკა“ საკითხის გასარკვევად გორის მერიასაც დაუკავშირდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ  გორის მერი აღნიშნულ საკითხს დეტალურად არ გასცნობია.  მიუხედავად იმისა, რომ მერიას დეტალების გასარკვევად, ორი თვე ჰქონდა, თეატრის ხელმძღვანელმა პასუხი ორი დღის წინ მიიღო. მერის მოადგილის, ეკა სუხიშვილის თქმით, აღნიშნული თეატრი გორის მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის და დაფინანსების გამოყოფა არამიზნობრივი ხარჯი იქნებოდა.

„ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვქონდა მათთვის ხელი შეგვეწყო, თუმცა ერთია სურვილი და მეორე - კანონი, რომელმაც ჩვენ ამის საშულაება არ მოგვცა. ვინაიდან აღნიშნული თეატრი ჩვენს მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის,  ჩვენ არ გვქონია უფლება, დავაფინანსოთ სხვა მუნიციპალიტეტში მყოფი თეატრი“, - განმარტა ეკა სუხიშვილმა

ინტეგრირებული თეატრი  „აზდაკის ბაღი“ საგასტროლო ტურნეს ფარგლებში გორის თეატრს დღეს ეწვევა. თეატრის დასი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებითაა დაკომპლექტებული. დასი ერისთავის თეატრის სცენაზე სპეკტაკლს „კაცია-ადამიანი“ დადგამს.  ერთმოქმედებიანი სპეკტაკლი 18 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება თავისუფალია. 

Read 1296 times Last modified on Last modified on აპრილი 05 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი