Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 05 აპრილი 2018 17:46

გორის მერიას სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებების შეტანა სურს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალ სხდომაზე სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს.

 

საკრებულოს თავჯდომარის თქმით, ეს ცვილებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, კერძოდ კი ყრუ-მუნჯ ადამიანებს შეეხებათ.

„სოციალურ წესში ორი ცვილება შედის, ჩვენ დახმარებას ვაძლევდით უსინათლო ადამიანებს, მათ გარდა ერთჯერადი დახმარების გაცემა მოხდება ყრუ-მუნჯ ადამიანებზე. თავდაპირველად, ეს იქნება 18 წლამდე ასაკის ადამიანებზე გათვლილი. შემდგომ თუ ამ პროგრამამ გაამართლა, უკვე შეიძლება ასაკის მიუხედავად ყველა ბენეფიციარს მიეცეს ერთჯერადად 200 ლარიანი დახმარება. ასევე, ინფრასტრუქტურის თანადაფინასების პროექტში, სადაც 10%-ის გადახდა ბენეფიციარს უწევს, იმ ადამიანებს, ვინ სოციალურად დაუცველია, მის თანხას გადაიხდის მუნიციპალიტეტი", - განმარტა დავით რაზმაძემ.

ამავე თემაზე: ჯგუფები, რომლებსაც გორის მერიისგან დახმარების მიღება შეუძლიათ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 13 აპრილსაა ჩანიშნული.

Read 1915 times