გორში საფინანსო კომპანია "ევროკრედიტის" დამფუძნებელი დააკავეს

აპრილი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ევროკრედიტის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ქეთევან ყაყიტაშვილს,  სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ყაყიტაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა და ბრალი 182-ე მუხლის მიხედვით წაუყენა, რაც თანხების მითვისებას გულისხმობს. საქმის განილვა სასამართლომ უკვე დაიწყო.

ამავე თემაზე: "ევროკრედიტის" საქმე პროკურატურაში ინაცვლებს

ამავე თემაზე: ,,ევროკრედიტი" ფინანსური პოლიციის დასკვნას ელოდება

"ევროკრედიტში" ფინანსური კრიზისი 2016 წლის დეკემბერში საფინანსო კომპანია "საქართველოს გაკოტრების შემდეგ დაიწყო. ამ ფაქტმა მეანაბრეებში კომპანიის მიმართ უნდობლობა გამოიწვია  და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა "ევროკრედიტიდან" თანხის გატანა ერთდროულად მოისურვა. დაზარალებულების უმრავლესობამ სამართლებრივი დავა მაშინვე დაეწყო, საქმე პროკურატურაშიც განიხილებოდა.

 

რადიო ,,მოზაიკა“ ბრალდებულს, დაკავებამდე 2 თვით ადრე ესაუბრა. ქეთევან ყაყიტაშვილი მაშინ, მოკვლევის დასრულებასა და დოკუმენტაციის ჩაბარებას ელოდებოდა. რის შემდეგაც ის დაზარალებულების დაკმაყოფილებას ეტაპობრივად გეგმავდა. ამ მიზნით მან გორში, სამეფოს ქუჩაზე ოფისიც გახსნა. მეანაბრეების ნაწილი, მისი დაკავების მომხრე არ იყო და თანხების დაბრუნებას ელოდებოდა.

Read 4166 times Last modified on Last modified on აპრილი 06 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი