რაზმაძე: ახლადგარემონტებულ სამხატვრო სკოლაში წყალი ჩამოდის

აპრილი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"შენობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გარემონტდა წყალის ჩამოდის", - ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ დაუდასტურა.

დავით რაზმაძე ვითარებას ადგილზე ჯერ არ გასცნობია, თუმცა საკითხის დაყენებას 13 აპრილის საკრებულოს სხდომაზე აპირებს:

„მე ინფორმაცია მომაწოდეს, რომ სამხატვრო სკოლის შენობაში წყალი ჩამოდის და ახლად გაკეთებული რემონტი ზიანდება, ჯერ პირადად არ მინახავს რა სიტუაციაა, ეს უკვე აღმასრულებლის ფუნქციაა რას მოიმოქმედებს, თუკი არასწორადაა შესრულებული სამუშაო, ის კომპანია, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და შესაბამისად შეასრულა სარემონტო სამუშაოები, ვალდებულია გამოასწოროს შეცდომა და ეს პრობლემა მოაგვაროს.“

დავით რაზმაძის თქმით, მისთვის უცნობია, რომელმა კომპანიამ განახორციელა სარემონტო სამუშაოები. მისი ინფორმაციით, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება შესყიდვების სამსახურმა გააფორმა. ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლამ გარემონტებულ შენობაში სასწავლო პროცესი გასული წლის აპრილში განაახლა. მანამდე, შენობის რემონტი სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამხატვრო სკოლის ექსტერიერის რეაბილიტაცია კი გასული წელს დასრულდა, პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების ნაწილობრივი მონაწილეობით 219 000 ლარით დაფინანსდა.

Read 1542 times Last modified on Last modified on აპრილი 06 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი