სოფელ აძვიდან რუსმა ოკუპანტებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

აპრილი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფელ აძვიდან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი გაიტაცეს. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი და სოფელში სტუმრად ჩასული პირი წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპანტების მიერ ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს ადასტურებს.

უწყების ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

Read 1439 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი