სოფელ აძვიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს

აპრილი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფელ აძვიდან ე.წ. მესაზღვრეების მიერ გუშინ გატაცებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ აძვის მცხოვრები ელდარ გუნდიშვილი და სოფელში სტუმრად ჩასული პირი წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.

სუს-ს ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან რუსმა სამხედროებმა ორი პირი გუშინ გაიტაცეს.

Read 791 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი