Print this page

ციხელაშვილი: 9 აპრილი, შინდისის გმირობის მსგავსად, ერთსულოვნების და თავდადების სიმბოლოა

აპრილი 09 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დღეს შინდისში ჩავიდა.

ქეთევან ციხელაშვილი გმირთა მემორიალთან ადგილობრივი ხელისუგფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული მეომრების სულებს პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინით შეამკო. 

,,ეს არის ძალიან ტრაგიკული დღეები, მაგრამ ამავდროულად ზუსტად ასეთი ერთსულოვნებით, ოღონდ მშვიდობით, რათა ჩვენი რჩეულების სისხლი აღარ დაიღვაროს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სენაკის მეორე ბრიგადის ჩვიდმეტი ჯარისკაცი გმირულად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს დაიღუპა.

ქართული შენაერთები უკან იხევდნენ, როდესაც სოფლებში რუსი აგრესორები შემოვიდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული შინდისში მატარებლის ლიანდაგს მიუყვებოდა. რამდენიმე მეტრი გაიარეს და რკინიგზის სადგურთან რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს. საინჟინრო ოცეული სადგურის მოპირდაპირე მხარეს, პატარა შენობას აფარებდა თავს, როდესაც შინდისში უთანასწორო ბრძოლა დაიწყო.

17 ქართველი შეიარაღებულ რამდენიმე ასეულ რუს ჯარისკაცს საათზე მეტხანს უწევდა წინააღმდეგობას. ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა, დაჭრილი ბიჭები მაინც არ ნებდებოდნენ და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გმირულად იბრძოდნენ. ტყვია-წამლის გამოლევის შემდეგ, ისინი რუსული აგრესიის მსხვერპლნი გახდნენ.

Read 1280 times