Print this page
სამშაბათი, 10 აპრილი 2018 11:15

დე ფაქტო მთავრობა: საქართველოს მოქალაქეებმა ერთ თვეში, ჯარიმის სახით 68 500 რუბლი გადაიხადეს

Rate this item
(0 votes)

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 27 მოქალაქე დააკავეს -  ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო  განმარტავს, რომ ყველა დაკავებულის საქმე სასამართლოს გადაეცა განსახილველად. მათი უმრავლესობა ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

დე ფაქტო მთავრობაში ასევე ამბობენ, რომ ერთ თვეში, ჯარიმის სახით გადახდილმა თანხამ, საერთო ჯამში, 68 500 რუსული რუბლი შეადგინა.

Read 2164 times Last modified on სამშაბათი, 10 აპრილი 2018 12:06