გორში სახალხო დღესასწაული ,,ოქონობა“ აღნიშნეს

აპრილი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სახალხო დღესასწაული ,,ოქონობა“გორში მეთხუთმეტედ აღნიშნეს.

საზეიმო წირვა-ლოცვა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ოქონის სახელობის მშენებარე ტაძარში აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა, მრევლთან ერთად, ქალაქი მოილოცეს.მსვლელობა ოქონის ხატის თანხლებით მოეწყო. მიტროპოლიტმა დღესვე, ჭალის დასახლებაში ახლადაგებული ნიშიც გახსნა.

,,ოქონობა“ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება. ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

Read 1218 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი