აღდგომის დღეებში, გორის სასწრაფო დახმარების სამსახურში 130-მდე გამოძახება შევიდა

აპრილი 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გორის სასწრაფო დახმარების სამსახურს საგანგებო რეჟიმში მოუწია მუშაობა.

რადიო ,,მოზაიკას" ეს ინფორმაცია გორის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა მიაწოდა. თეიმურაზ თანიაშვილის განმარტებით, მორიგე 6 ბრიგადას დაახლოებით 20-20 გამოძახებაზე მაინც მოუწია გასვლა.

,,სასწრაფოს ძირითადად ნაბახუსევი ხალხი იძახებდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ალკოჰოლის ინტოქსიკაციასთან ერთად მიმდინარე სეზონზე ქრონიკული დაავადებების გამწვავებაც ფიქსირდება. ახალი წლის მსგავსად აღდგომის დღესასწაულიც გამორჩეულია გამოძახებების რიცხვის გაზრდის კუთხით", - აღნიშნა თეიმურაზ თანიკაშვილმა

Read 1498 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი