Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 10 აპრილი 2018 16:25

საფლავის ქვის გადმოვარდნის შედეგად 2 წლის ბავშვი დაშავდა

Rate this item
(0 votes)

გორის რაიონის სოფელ ვარიანში, საფლავის ქვის გადმოვარდნის შედეგად 2 წლის ბავშვი დაშავდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. დაშავებული გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ ბავშვს წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა და ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, „გორმედის“ ექიმის, სანდრო ხეჩიკაშვილის განცხადებით, მცირეწლოვანს, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, თაბაშირის ტარება მოუწევს.

Read 1848 times