Back to Top
ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018 10:51

სადგურის დასახლებაში დაკავებულ 6 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Rate this item
(0 votes)

სადგურის დასახლებაში, პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასა და ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6 პირს გორის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი თითქმის სამი საათი გაგრძელდა.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

ადვოკატები ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. არგუმენტად მათ ის მოჰყავდათ, გირაოთი გათავისუფლება გამოძების ინტერესებს არ დააზარალებდა. ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ არცერთი მათგანი წარსულში ნასამართლევი არ იყო.

გორში, სადგურის დასახლებაში, ადგილობრივ მკვიდრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება 8 აპრილს, ღამით მოხდა. პოლიციამ 9 პირი დააკავა. აქედან სამი, სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. დარჩენილ 6 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მათ ბრალი სსკ 353-ე მუხლის მიხედვით წაუყენეს, რაც სამართალდამცველების მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება

Read 1638 times