იოსებ მაკრახიძე: როგორც შემიძლია, გორში დასაქმების პრობლემას ვაგვარებ

აპრილი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე ამბობს, რომ დასაქმების პრობლემის აღმოფხვრას ხელს შეძლებისდაგვარად უწყობს. ეს განცხადება პარლამენტარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რადიო ,,მოზაიკამ“ 2016 წლის, წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა.

კერძოდ, 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, სოფელ ტინისხიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას მაკრახიძემ პირობა დადო, რომ მისი დეპუტატობის პერიოდში, უმუშევრობის პრობლემა აღმოიფხვრებოდა.


,,მე ვაძლევ ჩემს გორელებს პირობას, რომ ჩვენს ქალაქში, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში, უმუშვრობის პრობლემა აღარ იქნება“, -აცხადებდა იოსებ მაკრახიძე.


რადიო ,,მოზაიკამ“ დეპუტატს დღეს სწორედ ეს განცხადება შეახსენა, რაზეც მან თავის კომპანიებში ხალხის დასაქმება დაასახელა.

,,ჯერ მარტო ჩემ კომპანიაში (იბოლია) 2000 კაცი მუშაობს, ბოლო წლებში რეკომენდაცია არაერთ ადამიანს გავუწიე, რომ მუშაობა დაეწყოთ კერძო კომპანიებში და შემოსავალი ჰქონოდათ. რაც ვთქვი, ვასრულებ და არ დამვიწყებია, რომ ჩემი ქალაქის მოსახლეობას დასაქმების პრობლემა უნდა მოუგვარდეს. ამ პროცესში, როგორც შემიძლია ისე ვარ ჩართული, ჩემი უფლებების გათვალისწინებით“, - განმარტავს დეპუტატი

 

Read 1536 times Last modified on Last modified on აპრილი 11 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი