Back to Top
ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018 12:13

საბავშვო ბაღში ქუნთრუშას შემთხვევები დაფიქსირდა

Rate this item
(0 votes)

გორის მე-15 ბაგა-ბაღში ქუნთრუშას შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია რადიო „მოზაიკას“ გორის ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა დაუდასტურა.

მისი განცხადებით, დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„მე გავესაუბრე ბავშვის მკურნალ ექიმსაც, მისი თქმით, ისეთი შემთხვევა არ არის. რომ საგანგაშო სიტუაცია შეიქმნას. შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის არ მიცნობებია. ბაღის დირექტორის თქმით, საბავშვო ბაღში შესაბამისი სადეზინფექციო პროცედურები უკვე ჩაატარეს“, -გვითხრა ლია კოვზიაშვილმა

Read 1359 times