გორის "გორი" ხვალ "საბურთალო 2"-ს დაუპირისპირდება

აპრილი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხვალ, 12 აპრილს, საფეხბურთო კლუბი „გორი“ საკუთარ სტადიონზე „საბურთალო 2“ დაუპირისპირდება. მატჩი 15 საათზე დაიწყება.

გორის „გორი“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3 -ის ლიდერია. გორელებმა 6 ჩატარებულ თამაშში 16 ქულის აღება შეძლეს.

„საბურთალო 2“ მესამე ადგილზე იმყოფება და „გორს“ 1 ქულით ჩამორჩება.

„გორის“ მთავარი მწვრთნელის, დავით შუბითიძეს განცხადებით, გუნდი სათამაშოდ ოპტიმალური შემადგენლობით გავა.

"საკმაოდ რთული შეხვედრის მოლოდინში ვართ. ამ სეზონში საბურთალოს გუნდი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაკარგეს ქულები და მესამე ადგილს იკავებენ სატურნირო ცხრილში. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, სრული შემადგენლობით ვემზადებით ხვალინდელი მატჩისათვის, არ გვაქვს საკადრო პრობლემები. ჩვენი გუნდის დაცვა ყველაზე უკეთ გამოიყურება ამ სეზონში, რადგან მხოლოდ ორი გოლი გვაქვს მიღებული საკუთარ კარში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ ხვალინდელ შეხვედრაში",- განაცხადა დავით შუბითიძემ

Read 796 times Last modified on Last modified on აპრილი 11 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი