Back to Top
ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018 16:27

,,იასამნების ფესტივალი“ - ვირტუალური დღესასწაული Facebook-ში

Rate this item
(0 votes)

Facebook-ში ადამიანები პროფილზე იასაფნის ფოტოებს აყენებენ. ინიციტივა ბაგა-ბაღ "ინტელექტის" დირექტორ ლალი ბაიაძეს ეკუთვნის.

ბაიაძემ 10 აპრილს სოციალურ ქსელში იასამანის ფოტო ატვირთა და ადამიანებს, მსგავსი ფორმით ვირტუალური ფესტივალის მოწყობა შესთავაზა. მის ინიციატივას არაერთი ადამიანი შეუერთდა. 

,,ძალიან მიყვარს ეს ყვავილი. მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში, სურვილის ასრულების იმედით, მისი ხუთფურცლიანი ყვევილი, ერთხელ მაინც არ დაუგემოვნებია. ამის გახსენებაც კი საკმარისია, რომ დადებითად დავიმუხტოთ. თან ყვავილების ფესტივალის მოწყობა ყოველთვის მინდოდა და რადგან ეს რეალურ ცხოვრებაში ჯერ ვერ მოვახერხე, გადავწყვიტე სოციალურ ქსელში მაინც გამეკეთებინა", - გვითხრა იდეის ავტორმა. 

ბაიაძეს სურვილი აქვს, რომ ვირტუალური ფესტივალი, მსგავსი ფორმით, ყოველი წლის 10 აპრილს განმეორდეს. 

 

Read 2666 times Last modified on ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 16:20