ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აღლუმისათვის ემზადებიან

აპრილი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ე.წ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 73-ე წლისთავისადმი გასამართ აღლუმში მიიღებენ მონაწილეობას. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საარმიო ქვედანაყოფებმა უკვე დაიწყეს მწყობრში გადაადგილების დახვეწა, სინქრონული სიარული და აღლუმის მოსამზადებლად სხვადასხვა სამუშაოების შესრულება.

აღლუმი 9 მაისს, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება. საზეიმო სვლაში მონაწილეობას მიიღებენ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, საგანგებო სიტუაციების სამსახურის, რუსეთის ფედერაციის ე.წ. სასაზღვრო ძალების და მე-4 საოკუპაციო არმიის წარმომადგენლები.

აღლუმის მსვლელობის მუსიკალურ გაფორმებას მეოთხე საოკუპაციო ბაზის სამხედრო ორკესტრი უზრუნველყოფს.

Read 1628 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი