Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 12 აპრილი 2018 11:28

სპეციალური პედაგოგების განათლების შესახებ გორის სკოლებმა ინფორმაცია არ გასცეს

Rate this item
(0 votes)

გორის საჯარო სკოლებში 47 სპეციალური პედაგოგია დასაქმებული - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ განათლების სამინისტრომ მიაწოდა.

თხოვნის მიუხედავად, განათლების სამინისტროში  არ დააკონკრეტეს, რომელ სკოლებში მუშაობენ სპეციალური პედაგოგები. სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ არ ფლობდნენ ინფორმაციას, გორის საჯარო სკოლებში მომუშავე სპეციალურ პედაგოგებს სამეცნიერო ხარისხი ჰქონდათ თუ მხოლოდ გადამზადების კურსები გაიარეს.

გორის მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. რადიო „მოზაიკა“ მათ უმრავლესობას დაუკავშირდა. თხოვნის მიუხედავად, ყველა სკოლის ადმინისტრაციამ სპეციალური პედაგოგის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოწოდებაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის საბაბით, უარი გვითხრა.

Read 2008 times Last modified on ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 16:15