შიდა ქართლის გუბერნიაში 30 თანამშრომლის ხელფასისთვის წელს 452 000 ლარი დაიხარჯება

აპრილი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბოლო 5 წლის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში გუბერნატორი 3 -ჯერ შეიცვალა. ერთი მთლიანი წლის განმავლობაში კი ეს თანამდებობა ვაკანტური იყო და გუბერნატორის მოვალეობას მისი ყოფილი მოადგილე, იოსებ ოქრომელიძე ასრულებდა.

რეგიონის ხელმძღვანელთან ერთად, პერიოდულად იცვლებოდა გუბერნიაში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობაც და შესაბამისად, მათი ხელფასებისთვის გაწერილი თანხაც. 

2012 წლიდან -2014 წლებში გუბერნიაში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 47 -ს შეადგენდა, თუმცა მათი ხელფასებისთვის განსაზღვრული თანხა ამ პერიოდში ყოველწლიურად მცირდებოდა. თუ 2012 წელს აღნიშნული მიმართულებით გაწერილმა თანხამ 601 000 ლარი შეადგინა, 2013 წელს, ეს თანხა 519 000 ლარამდე, ხოლო 2014 წელს 513 000-მდე შემცირდა. 
რაც შეეხება დანარჩენ პერიოდს, 2015, 2016 და 2017 წელს, თანამშრომელთა რაოდენობა 33 მდე შემცირდა, თუმცა 2015 წელს მათი ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხა თანამშრომელთა რაოდენობის მსგავსად უცვლელი არ დარჩენილა, თუ 2015 წელს მათი ანაზღაურებისთვის 425 000 ლარი დაიხარჯა, 2016 წელს, ეს თანხა 453 000 ლარამდე, 2017 წელს კი  459 000 ლარამდე გაიზარდა. 

ამჟამად შიდა ქართლის რეგიონში ისევ ახალი გუბერნატორი დაუნიშნეს, აკაკი მაჭუტაძეს ,გასულ წლებთან შედარებით, თანამშრომელთა მცირე რაოდენობა დახვდა. 2018 წლისთვის გუბერნიაში 30 პირია დასაქმებული, მათი სახელფასო წლიური თანხა კი 452 000 ლარს შეადგენს.

Read 1328 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი