გორში დედა ენის კვირეული მიმდინარეობს

აპრილი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დედა ენის კვირეულთან დაკავშირებით, რომელიც 11 -დან 14 აპრილის ჩათვლით იმართება,  გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ რამდენიმე აქტივობა ჩაატარა.

სააგენტოს მიერ ჩატარებულ კონკურსებში სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსში „საუკეთესო მოქართულე“,  210 ბავშვი მონაწილეობდა.

გარდა ამისა, ასევე ჩატარდა ხელნაკეთი წიგნების  და  ასფალტზე ხატვის კონკურსები.

ყველა გამარჯვებულ მოსწავლეს კულტურის განვითარების სააგენტო პრიზებს 14 აპრილს გადასცემს.

Read 1839 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი