"მოზაიკა" იწყებს უფასო სტაჟირების პროგრამას

აპრილი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"მოზაიკა" იწყებს სტაჟირების პროგრამას და ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს უფასო სასწავლო კურსის გავლას სთავაზობს.

პროგრამა მოიცავს ორთვიან ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

სასწავლო კურსი მონაწილეებს დაეხმარებათ, კრიტიკულად აღიქვან ჟურნალისტური მასალის შინაარსი და ის გავლენა, რომელსაც მედიაპროდუქცია და მედიის გზავნილები ახდენს საზოგადოებაზე. ასევე, განივითარონ ჟურნალისტური უნარ-ჩვევები და ისწავლონ ამბის თხრობის ტექნიკები.

პრაქტიკული სწავლების ეტაპზე, მონაწილეები თავად დაგეგმვავენ, ჩაწერენ და მოამზადებენ გადაცემებს/სიუჟეტებს. მათ საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო თემებზე შექმნან სხვადასხვა სახის ჟურნალისტური მასალები. მათგან საუკეთესოები განთავსდება საეთერო ბადეში და "მოზაიკას" ვებგვერდზე.

პროგრამაში ჩართვის მსურველებმა 2018 წლის 1 მაისამდე თქვენი რეზიუმე/CV გაგზავნეთ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 

მონაწილეების შერჩევა მოხდება 7 მაისამდე. თითოეული მათგანი კურსის გავლის შემდეგ, მიიღებს შესაბამისს სერტიფიკატს. წარმატებულ კურსდამთავრებულებთან "მოზაიკა" გააგრძელებს თანამშრომლობას. 

სტაჟირების პროგრამას რადიო "მოზაიკა" ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციის "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (EED) მიერ დაფინანსებული პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. 

"მოზაიკა" არის პირველი სათემო რადიო გორში. მისი მიზანია თემში დემოკრატიული ღირებულებების დაგენრგვა და სათემო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 

Read 1979 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი