გორში თავისუფალ ჭიდაობაში ტურნირი დაიწყო

აპრილი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 13–15 აპრილს გორში ჩატარდება.

წლეულს ეს შეჯიბრება მესამედ იმართება და საასპარეზოდ საქართველოს ყველა რეგიონის საჭიდაო სკოლათა გუნდები იღებენ მონაწილეობას.

 პირველობისათვის 2005-2007 წწ დაბადებული თავისუფალი სტილის მოჭიდავე ვაჟები და გოგონები იბრძოლებენ 13 წონით კატეგორიაში. ტურნირის წინასწარი ეტაპი 14 აპრილს 11 საათიდან დაიწყო, ფინალური ბლოკი 15 აპრილს ასევე 11 საათიდან აიღებს სტარტს.

პირველ საშეჯიბრო დღეს – 14 აპრილს, 14 საათზე გაიმართება შეჯიბრების გახსნის საზეიმო ღონისძიება, რომელშიც გიორგი ხინჩეგაშვილის ვაჟი ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი, სხვა ტიტულოვანი სპორტსმენები, ქართული სპორტის მესვეურები, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.​ გამარჯვებულთათვის და პრიზიორებისთვის დაწესებულია თასები, მედლები და ფულადი პრემია. 

ტურნირის ორგანიზატორები არიან: გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების დ ხელშეწყობის სააგენტო, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა.

Read 1115 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი