გორის „დილა“ სამტრედიას დაუზავდა
ეროვნული ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში გორის დილა ლანჩხუთში, „სამტრედიას“ შეხვდა. გორელებთან მატჩამდე „სამტრედიას“ ზედიზედ ოთხი მატჩი ჰქონდა წაგებული და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფებოდა.
რაც შეეხება „დილას“, გორელებმა ბოლო ორი ტურის მატჩი მოიგეს და სამტრედიელებთან სამი ქულის აღებას გეგმავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის აუტსაიდერს ეთამაშებოდნენ, გორელებმა სასურველი შედეგის დაფიქსირება ვერ შეძლეს. ორივე გუნდს შეექმნა საგოლე ეპიზოდები, თუმცა რეალიზება ვერც ერთმა შეძლო. საბოლოოდ, მატჩი მშრალი ანგარიშით, 0-0 დასრულდა.
11 ქულით გორის დილა მეოთხე ადგილზე იმყოფება და ეროვნული ლიგის ლიდერ „საბურთალოს“ ოთხი ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს გორელები საკუთარ სტადიონზე, „რუსთავის“ წინააღმდეგ გამართავენ