გორში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულს ოპერაციას დღეს ჩაუტარებენ

აპრილი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად მოტოციკლეტის დაშავებული მძღოლის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

22 წლის ახალგაზრდას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ. 


„დაშავებული ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია. მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიიღო. ყბა-სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. სავარაუდოდ, ოპერაცია დღეს ჩაუტარდება“, - განაცხადეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.


გორში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.  "მერსედესის" მარკის ავტომობილი და მოტოციკლეტი ერთმანეთს შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

 

ფოტო: ია თინიკაშვილი

Read 2426 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი