საქართველოსთან ვაჭრობის სანაცვლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთი „ოსების გენოციდის“ აღიარებას ითხოვს

აპრილი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ოსების ეთნიკურ წმენდაზე და მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი ეკონომიკური ურთიერთობებისათვის - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა, გენადი კოკოევმა განაცხადა.

ე.წ. მინისტრი საქართველოს პრემიერის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ ინიციატივას გამოეხმაურა.

"საქართველომ უნდა აღიაროს  სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, უნდა აღიაროს ის ფაქტი, რომ ჩაიდინეს ეთნიკური წმენდა ოსების წინააღმდეგ. მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებთ ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ ურთიერთობებეზე. სახეზეა ოსების ეთნოწმენდა. ბევრი მათგანი ცოცხლად დაწვეს, ბევრი მათგანი დახვრიტეს. 1989 წელს საქართველოში 164 ათასი ოსი იყო. დღეს მხოლოდ 14 ათასია.

საქართველომ ასევე უნდა აანაზღაუროს ის მატერიალური ზიანი, რაც ჩვენ მოგვადგა სამი სამხედრო კამპანიის დროს“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა

Read 2297 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი