Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 17 აპრილი 2018 17:14

სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში მდებარე აკაციის ასწლოვანი ხეები მოჭრეს

Rate this item
(0 votes)

ასწლოვანი აკაციის ხეები გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა , სტალინის მუზეუმის ადმინისტრაციის თხოვნით მოჭრეს. მუზეუმის თანამშრომელი ზურა ახალბედაშვილი აცხადებს, რომ ხეები გამხმარი იყო და საფრთხეს უქმნიდა გამვლელებს. 

"ხეები, რომლებიც ჩვენ მოვჭერით, ყველა გამხმარი იყო. არსებობდა მათი წაქცევის საფრთხე. ამას კი გამვლელებისთვის თუ ვიზიტორებისათვის საფრთხე მოჰყვებოდა. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა მუზეუმის თანამშრომელმა

მისივე ინფორმაციით,  სტალინის მუზეუმის ტერიტორიის გამწვანება და ახალი დეკორატიული ნარგავების გაშენება იგეგმება. მოჭრილ ხეებს კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.

Read 3146 times Last modified on ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018 16:10