გორში ქართული კერამიკის შემსწავლელი წრე გაიხსნა

აპრილი 18 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კერამიკის შესწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს თიხაზე მუშაობას გორელი ოსტატი გიორგი ტატულაშვილი უფასოდ შეასწავლის.

კერამიკის  სახელოსნო გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა მოინახულეს, ოსტატის ნამუშევრები დაათვალიერეს და  სასწავლო პროცესსაც დაესწრნენ.

გორის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კერამიკის შემსწავლელი უფასო წრე  გიორგი ტატულაშვილის ინიციატივით გაიხსნა. პროექტი 9 თვიანია  და ,,კულტურული პროექტების თანადაფინანსების“ მუნიციპალური პროგრამიდან 9000 ლარით ფინანსდება. მიზანი კი ახალგაზრდების დაინტერესება  და მოჭიქული კერამიკის  მივიწყებული გორული ტრადიციების აღორძინებაა.

,,გიორგი ტატულაშვილი ტრადიციული კერამიკის გამორჩეული ოსტატია, რომლის შემოქმედება გორის კულტურული ცხოვრების ნაწილია. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მხრიდან მისი ინიციატივის დაფინანსება, მითუმეტეს, რომ ამ პროექტით ხელი შეეწყობა ახალგაზრდების დაკავებას საინტერესო საქმიანობით და, ამავე დროს, ქართული კერამიკის ტრადიციებიც გაგრძელდება ჩვენ ქალაქში“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის    მოჭიქული  კერამიკა საქართველოში განსაკუთრებით ცნობილი იყო   XIX საუკუნეში და XX საუკუნის  დასაწყისში.   სწორედ    ამ  ტრადიციების  გამგრძელებელია  ქალაქ    გორში    მცხოვრები  ოსტატი   გიორგი   ტატულაშვილი. ხელობა    წინაპრებისგან ისწავლა.  ხალხურ  კერამიკაზე მუშაობდნენ მისი  ბაბუა   და მამა.   ტატულაშვილების კერამიკა      განთქმული  იყო   გორში    და  საპატიო     სტუმრები ყოველთვის მათი   სახელოსნოს დასათვალიერებლად მიჰყავდათ მასპინძლებს.

გიორგი ტატულაშვილის  მოჭიქული ჭურჭელი მრავალფეროვანია. ამზადებს ფიალებს, დოქებს,    სამქვევრებსჯამებსსამაწვნე     ქილებს და  სხვა    ღვინის    თუ საყოფაცხოვრებო  ნივთებს.  გამორჩეულია მისი    თეთრჭიქურიანი ჭურჭელი, რომელზეც ცისფერი საღებავებით მცენარეული ორნამენტია დატანილი.

 

  

Read 1217 times Last modified on Last modified on აპრილი 19 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი