მერია ხელფასებისთვის წელს 24 030 ლარით მეტს დახარჯავს

აპრილი 19 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების ანაზღაურებისთვის 2018 წელს 3 813 800 ლარი დაიხარჯება, - ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას“ გორის მერიიდან მიაწოდეს. 

უწყების ცნობით, საშტატო ნუსხა ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოში 289 ერთეულით განისაზღვრება. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას მუნიციპალიტეტის მერის მოთხოვნის შედეგად, საკრებულომ გამონაკლისი დაუშვა და 4 შტატგარეშე თანამშრომლის დამატების გადაწყვეტილება მიიღო.

ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებას“ ქალაქის სტატუსის გაუქმების არგუმენტებს ახსენებს და აცხადებს, რომ მათი მოლოდინი თანხების დაზოგვასთან დაკავშირებით არ გამართლდა. რეალურად, კი საშტატო ნუსხაში მცირე ცვლილება შეინიშნება. თუმცა თანხების ერთად აღებულ მუნიციპალიტეტებთან შედარებით (ქალაქის და თემის, მათ გაერთიანებამდე) არც შტატიანი თანამშრომლების ხელფასებშია დიდი ცვლილება გასულ წლებთან შედარებით.

მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მცირე რაოდენობით საშტატო ნუსხა ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტებში ერთად, 2017 წელს იყო წარმოდგენილი და შტატიანი თანამშრომლების რაოდენობა 260 ზე ნაკლები არ ყოფილა. მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ფიქსირდება მათი ანაზღაურებისთვის დახარჯულ თანხებში. ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებამდე 2014-2017 წლებში სულ შტატიანი თანამშრომლების ხელფასებისთვის 15 063 103 ლარი დაიხარჯა. 

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტებში დასაქმებული შტატიანი თანამშრომლებისთვის 3 753 710 ლარი ხელფასებში გაიწერა, ხოლო რეორგანიაზციის შედეგად გათავისუფლებულ თანამშრომლებზე გაცემულმა თანხამ სულ 84 120 ლარი შეადგინა. გამოდის, რომ ამ მიმართულებით, 2017 წელს 3 837 830 ლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლისთვის გათვალისწინებულ თანხაზე 24 030 ლარით ნაკლებია.

Read 1407 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი