Back to Top
პარასკევი, 20 აპრილი 2018 11:04

ბიბილოვი ბაშარ ასადს ცხინვალში ეპატიჟება

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ცხინვალში დაპატიჟა.

როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, ბიბილოვი სირიის დელეგაციას იალტაში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა. 

 "სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობა თანაუგრძნობს სირიელ ხალხს, ვინაიდან კარგად ესმის, რასთან გაქვთ საქმე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობა იზეიმებს და სირიელი ხალხი კვლავ მშვიდობაში იცხოვრებს. ამაში დიდ წვლილს რუსეთის მიერ გამოყოფილი დახმარებაც შეიტანს“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

Read 2715 times Last modified on პარასკევი, 20 აპრილი 2018 12:07