მაკრახიძე: თითო-ოროლა დეპუტატის განაწყენება პარტიაში დაპირისპირებას არ ნიშნავს

აპრილი 20 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

იოსებ მაკრახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამით ოპოზიციაა დაინტერესებული 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი კი უკვე ღიად საუბრობს მოსალოდნელ ნაბიჯებზე და განმარტავს, რომ თუ პროცესები ასე გაგრძელდა, ისინი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ.

პარლამენტარი იოსებ მაკრახიძე კი აცხადებს, რომ დაპირისპირების საგანს ვერ ხედავს და მისი აზრით, სიტუაციის გამწვავებაც ხელოვნურად ხდება.

,,მე არც პარლამენტის თავმჯდომარესთან და არც პრემიერ-მინისტრთან გასაყოფი არაფერი მაქვს. ერთნაირი დამოკიდებულება მაკავშირებს ორივე მათგანთან. თითო-ოროლა დეპუტატი თუ რაღაცაზე განაწყენდა, ეს არ ნიშნავს, რომ დაპირისპირება მთლიან გუნდშია, მე ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, ახლაც სხდომას ვესწრები და ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. რაც შეეხება ჩემ პოზიციას, გეტყვით, რომ მე ოპოზიციონერი არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიქნები“, -განაცხადა იოსებ მაკრახიძემ.

Read 1742 times Last modified on Last modified on აპრილი 20 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი