თავზარაშვილის განცხადებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარის შესახებ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმის კურსში ჩააყენა.
"ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია. მის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები დაწყებულია და იმედი მაქვს, სასურველი შედეგით დამთავრდება", - განაცხადა გორის მერმა.
77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი რამდენიმე საათის წინ დააკავეს რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა. ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავების მომენტში ის ქართველი სამართალდამცველების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა.