Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 20 აპრილი 2018 18:41

სოფელ ჯარიაშენთან დაკავებული ელიზბარ მესტუმრიშვილი გაათავისუფლეს

Rate this item
(0 votes)

რუსი ოკუპანტების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის ტერიტორიიდან გატაცებული 77 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. 

გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს

ოკუპირებული ტერიტორიიდან მესტუმრიშვილი სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის განაპირას ადგილობრივი ელიზბარ მესტუმრიშვილი დღეს დააკავეს. თვითმხილველთა განცხადებით, დაკავების მომენტში მესტუმრიშვილი ჯარიაშენის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა

 

Read 1393 times Last modified on პარასკევი, 20 აპრილი 2018 18:47