დღეს გორის "დილა" "რუსთავს" დაუპირისპირდება

აპრილი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

21 აპრილს ეროვნულ ლიგის მე-7 ტურის მატჩში გორის ,,დილა” საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავს” უმასპინძლებს.

გორის "დილა" გათამაშების ცხრილში 11 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, რუსთაველებს კი  9  ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე არიან.

ჩვენი გუნდი  მატჩს საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება, ,,რუსთავს” კი  ტრავმის გამო  მათე კვირკვია დააკლდება.

მას შემდეგ რაც საქართველოს ჩემპიონატი  ეროვნული  ლიგის  სახელით ტარდება, ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

უკვე ჩატარებული 6 მატჩიდან  ,,დილამ”  3 თამაში გამარჯვებით დაასრულა, 2 - ჯერ ფრეს დასჯერდა და ერთხელ დამარცხდა.

რუსთაველებს კი ამდენივე შეხვედრაში 3 მოგება და 3 მარცხი აქვთ.

რაც შეეხება უკანასკნელ მატჩებს, ,,დილა” ,,სამტრედიას” გასვლაზე 0-0 დაუზავდა, რუსთაველებმა კი საშინაო  შეხვედრაში, ფოთის ,,კოლხეთს”, ზაზა ციცქიშვილისა და მამუკა კობახიძის გოლებით სძლიეს.

დილა – რუსთავის დაპირისპირება, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათზე დაიწყება 

Read 1308 times Last modified on Last modified on აპრილი 21 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი