Back to Top
შაბათი, 21 აპრილი 2018 17:07

დედამიწის დღეს გორში დასუფთავების აქციით აღნიშნავენ

Rate this item
(0 votes)

22 აპრილის დედამიწის დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერია დასუფთავების  აქციას  „დავასუფთაოთ ჩვენი ეზო“ გამართავს. 

დასუფთავების აქცია 12:00 საათზე ყველგან ერთდროულად დაიწყება. 

ქალაქის მასშტაბით აქცია გაიმართება გორის კულტურის ცენტრის, პირველი მუსიკალური სკოლის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუსიკალურ სკოლასა და მუზეუმთან დაირგვება ახალი ნარგავებიც.

ამავე დროს, დასუფთავებისა და გამწვანების აქცია მერიის ახალგაზრდული ცენტრებისა და მერის წარმომადგენლების ორგანიზებით ერთდროულად გაიმართება მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიულ ერთეულში.

11:00 საათზე გორის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება ხატვის კონკურსი სახელწოდებით ,,დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“. კონკურსში 15 სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსის დასასრულს გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.

დღის ბოლოს, 15:00 საათზე კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში მოსწავლეებისთვის. გაიმართება დოკუმენტური ფილმის ,,დედამიწას“ ჩვენება.

 

 

Read 1680 times Last modified on შაბათი, 21 აპრილი 2018 19:23