Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 22 აპრილი 2018 10:46

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტში 65 წლამდე მამაკაცი დააკავეს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

დაკავებული 65 წლის აკაკი მისირელია. 

არსებული ინფორმაციით, მისირელი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

ადგილობრივების განცხადებით, დაკავების მომენტში აკაკი მისირელი საკუთარ ბაღში საქონელს აძოვებდა. 

მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

Read 1773 times