400 ლარი საკრებულოს თანამდებობის არმქონე დეპუტატებისთვის. კანონი საკრებულოს წვერებს მოსახლეობასთან მინიმუმ 3 შეხვედრას ავალდებულებს. გადაცემის პირველ ბლოკში საკრებულოს წევრი, დავით ადუაშვილი ისაუბრებს, თუ რაში ერიცხებათ დეპუტატებს თანხა, რამდენად ხშირად ხვდებიან მოსახლეობას და როგორ ადგენენ მოსახლეობასთან შეხვედრის აქტებს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით წევრებზე ხარჯის თანხა და მისი მიზნობრიობა 2017 წლის 8 დეკემბერს დაადგინა. გადაცემის მეორე ბლოკში, რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტის სიუჟეტიდან გაიგებთ, როგორ ითვისებენ საკრებულოს დეპუტატები მათთვის გამოყოფილ თანხას.
საკრებულოს დადგენილებაში ხარვეზებს ხედავენ იურისტები. მათ ნაწილს მიაჩნიათ, საკრებულოს დადგენილება დეპუტატებისთვის გარკვეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მეტ დაკონკრეტებას მოითხოვს. გადაცემის მესამე ბლოკში, თანაწამყვან ლექსო მერებაშვილთან ერთად (ადამიანის უფლებათა ცენტრი) ვისაუბრებთ, თუ რა ხარვეზებია დადგენილებაში. სტუმარი: - დავით რაზმაძე (გორის საკრებულოს თავმჯდომარე)