მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

კავშირგაბმულობა (საოკუპაციო ხაზი და შერეული ოჯახები)

კავშირგაბმულობა Written by  ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 11:48 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2008 წლის აგვისტოს ომმა ოჯახები ორ ნაწილად გაყო. ლია ჭულუხაძე ოკუპაციამ საკუთარ დას დააშორა, ვისთანაც მეათე წელია მხოლოდ ტელეფონითა და ინტერნეტით კონტაქტობს. რუსეთის პასპორტის არქონის გამო ცხინვალში მცხოვრები ნათესავები ქართულ მხარეს გადმოსვლას ვერ ახერხებენ.

ლია ჭულუხაძეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დედის საფლავიც დარჩა, რომელსაც მიცვალებულთა ხსენების დღეს მხოლოდ მისი და ნახულებს. პარალელურად,  2008 წლის აგვისტოს ომის  შემდეგ ქართულ მხარეს დაკრძალული მამის საფლავს ნონა ჭულუხაძე მიაგებს პატივს. მამის, რომელმაც საომარი მოქმედებების დროს სოფელი აჩაბეთი იძულებით დატოვა და შვილს დაკეტილი სახლის გასაღები გამოუტანა, უკან დაბრუნების იმედით. არსებული რეალობის პირობებში ნონა ჭულუხაძე მამისგან გადმოცემულ სახლის გასარებს ახლა უკვე ოჯახის რელიქვიად ინახავს.

 

Read 1040 times Last modified on ხუთშაბათი, 22 თებერვალი 2018 15:43

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი