მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

წყლის გადასახადის დაანგარიშების ახალი წესი - ინიციატივა და გორელების შეფასებები

გორელების ნაწილს არ სურს, რომ წყლის გადასახადი მოხმარებული რესურსის ოდენობის მიხედვით გადაიხადოს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თამარ მურალოვა ფიქრობს, რომ წყალი უყაირათოდ იხარჯება. დეპუტატის აზრით, საჭიროა დამონტაჟდეს მრიცხველები და მოქალაქეებმა გადასახადი მოხმარებული წყლის ოდენობის მიხედვით გადაიხადონ. 

ამავე თემაზე: გორელებმა წყლის გადასახადი შესაძლოა მოხმარებული ოდენობის მიხედვით გადაიხადონ

გორელების ნაწილისთვის ეს ინიციატივა მიუღებელია. ისინი ამბობენ, რომ გადასახადის ამგვარად დაანგარიშება მათ ოჯახებს ხარჯს გაუზრდის. 

“ჰაერზეც დაუყენეთ მრიცხველები და ბარემ დახოცეთ ხალხი. სინდისი საერთოდ აღარ გაგაჩნიათ.“

“ჯერ მიიტანონ წყალი ადგილამდე. მაღლა სართულმა რა გააკეთოს, ისედაც ყიდულობენ წყალს დინებით არ მოდის“.

“ხალხმა ჯერ არ იცის, ეგ რა არის. დენისა და გაზის საფასურზე უარესია. ჯერ ქვეყანა გამოიყვანეთ კრიზისიდან და მერე დააწესეთ მსგავსი გადასახადები!“, -ამბობენ მოქალაქეები.

საკრებულოს დეპუტატი, თამარ მურალოვა ამბობს, რომ ეს  მხოლოდ ინიციატივაა და მასზე მუშაობა არ დაუწყიათ.

“უნდა დადგეს დღის წესრიგში საკითხი, რომ ქალაქში დაიწყოს გამრიცხველიანება, რადგან თითოეულ ოჯახში წყალი უყაირათოდ იხარჯება. არის ადგილები, სადაც საქაჩის გარეშე პირველ სართულებზეც ვერ იღებს მოსახლეობა წყალს. თანადათანობით უნდა დაინერგოს კულტურა, რომ რასაც მოვიხმართრთ, ამისთვის მოგვიწევს გარკვეული საფასურის გადახდა, თუმცა ეს ჯერჯერობით არის ინიციატივის დონეზე და გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით მოხდება. მსგვავი პრობლემა სოფლებშიცაა და რამდნჯერმე მოსახლოებამ თავად გვთხოვა გამრიცხველიანება გაგგვეკეთებინა, რადგან ხშირად სასმელ წყალს, ბაღების მოსარწყავად იყენებენ და ადამიანებს წყალი აღარ ყოფნის“, - აღნიშნა თამარ მურალოვამ.

წყალმომარაგების კომპანიის გორის სერვის-ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ საკითზე მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ, თუ მუნიციპალიტეტი მიმართავთ.

“ჩვენ გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ვართ და პროექტის მიხედვით, უფასო გამრიცხველიანებას ვაკეთებთ. რაც შეეხება ქალაქში იგივე სისტემის დანერგვას, ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის. ჩვენთვისაც ცნობილია, რომ ხშირ შემთხვევაში, სასმელი წყალი უყაირათოდ იხარჯება და ამას თავის შედეგები მოაქვს“, - ამბობენ კომპანიაში.

გორის სოფლების უმეტესობაში ამ დროისთვის მოსახლეობა წყლის ფიქსირებულ გადასახადს იხდის. ქალაქში წყლის დანახარჯის გადახდა ოჯახებს სულადობრივად უწევთ.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2397 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი