მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორში ე.წ. მწოლიარე პოლიციელის განთავსებას ითხოვენ - მერია გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს

გორის მეთერთმეტე საჯარო სკოლასთან გზაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის მოწყობა არაერთხელ მოითხოვეს. ადგილობრივი ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და სხვადახვა პროცედურებს იმიზეზებს.

მეთერთმეტე საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ სამსონაშვილმა გორის მერიას გზაზე ე.წ. მწოლიარე პოლიციელის განთავსება არაერთხელ სთხოვა. დირექტორი ამბობს, რომ ყოველდღე, აღნიშნულ სკოლაში მისასვლელად გზის გადაკვეთა 250 ბავშვს უწევს. მძღოლები კი საგზაო მოძრაობის წესებს ხშირად არღვევენ.

"ამ ქუჩაზე ახალი ასფალტის საფარი დააგეს, "ზებრა" გადასასვლელიც დახაზეს, მაგრამ ეს მძღოლებს ხელს არ უშლით, რომ საგზაო წესები დაარღვიონ და გადაჭარბებული სიჩქარით იარონ. 

რამდენჯერმე ვთხოვეთ გორის მერიას, რომ დაემატებინათ ე.წ მწოლიარე პოლიციელი, მაგრამ უარი გვითხრეს", - ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლაში ამბობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო ვიდეოკამერების დამონტაჟებაც საჭიროა. 

"საგზაო მონიშვნები კი არის კარგად გაკეთებული, მაგრამ კარგი იქნებ,ა თუ მწოლიარე პოლიციელის გარდა, სათვალთვალო კამერებსაც თუ დაამონტაჟებენ. საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ მანქანები და ხშირად ძალიან სწრაფადაც, კამერები თუ იქნება, მძღოლები შეეცდებიან დაიცვან მოძრაობის წესები“, - გვითხრა თამარ სამსონაშვილმა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოთხოვნა სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობის თაობაზე შესაძლოა დააკმაყოფილონ, თუმცა მანამდე გარკვეული პროცედურების გავლაა საჭირო

როდესაც ასეთი საჭიროებაა ამა თუ იმ ქუჩაზე, უნდა მოგვმართონ მერიაში და შემდეგ საპატრულო პოლიციასთან ერთად განიხილება, უცილებელია თუ არა კონკრეტულ ქუჩაზე მწოლიარე პოლიციელის განთავსება.

თუ აღმოჩნდება, რომ კანონს არ ექვემდებარება და არაა მიზანშეწონილი, მაშინ ვერ გაკეთდება. მით უმეტეს, თუ "ზებრა" გადასასვლელია დახაზული, შესაძლოა აღარ ჩაითვალოს საჭიროდ დამატებით მწოლიარე პოლიციელი განთავსდეს", - გვითხრეს მერიაში.

გორში სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზეა განთავსებული. საგზაო კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული ბარიერი სკოლებთან და სხვა ხალხმრავალ ადგილებშია საჭირო, თუმცა გორში ზოგიერთი სკოლების წინ ზოგჯერ ზებრა გადასასვლელიც არაა. ქალაქში უსაფრთხოდ და სწორად გადაადგილებისთვის მერიამ რამდენიმე ადგილას ე.წ ჭკვიანი კამერებიც დაამონტაჟა, თუმცა იმ ადგილებში, სადაც არც კამერაა და არც სხვა სახის შემზღუდავი ნიშანი, მოძრაობა კვლავ მოუწესრიგებელია.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 597 times Last modified on აპრილი 05 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი