მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

საკითხები, რომლების განხილვასაც გორის საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილეს. რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ საკრებულოს სხდომის მოკლე მიმოხილვას.

სხდომაზე გორის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს. ბიუჯეტის შესრულებამ ოპოზიციის მოწონება ვერ დაიმსახურა. "ნაციონალური მოძრაობის წევრი", ბექა ქორჩილავა ამბობს, რომ სხვადასხვა მუხლებში, თანხები აუთვისებელი დარჩა

“ვერ მივცემ დადებით შეფასებას წარმოდგენილ ანგარიშს, რადგან მერიას ორი მილიონი ლარი დარჩა აუთვისებელი. მაინტერესებს სად წავიდა ეს თანხა. ათობით პროექტი ვერ განხორციელდა და ათობით ათასი ლარი გაუხარჯავი დარჩა, არაერთი ინიციატივა გვქონდა შემოტანილი , რაც თანხების არარსებობის გამო ვერ დაფინანსდა, სოციალური და უსახლკარო ხალხის ქირით უზრუნველყოფაც ვერ მოახერხეთ“, აღნიშნა ბექა ქორჩილავამ.

საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ განმარტა , რომ რეგიონალური პროექტებიდან მორჩენილი თანხის სოციალურ პროექტებში გადანაწილება არ შეიძლება.

“ტენდერიდან მორჩენილ თანხებს ვერ განსაზღვრავ, რაც შეეხება რეგიონალური პროექტებიდან მორჩენილ თანხას, მისი გადანაწილება სოციალურზე ვერ მოხერხდება, ეს არ შეიძლება“, - თქვა დავით რაზმაძემ.

გარდა ამისა, საკრებულოს სხდომაზე ასევე ხმაური მოჰყვა გორის მერიაში მეოთხე რანგის სპეციალისტის სტატუსის გაუქმებას. ფრაქცია “ძლიერი გორის“ თავჯდომარის, ვასილისა ჯაბახიძის თქმით, მერიის აღნიშნული მოთხოვნა, მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯებს გაზრდის. 

საკრებულოს სხდომაზე პარკირების შესახებ დადგენილებაც დამტკიცდა. დადგენილების მიხედვით გორში დამატებით 25 საპარკინგე ადგილი მოეწყობა

ამავე თემაზე: გორში დამატებით 25 საპარკინგე ადგილი მოეწყობა

​პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1200 times Last modified on აპრილი 16 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი