მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის სოციალურ საცხოვრისს “მოზაიკას“ მასალის შემდეგ წყლის პრობლემა მოუგვარდა

რადიო “მოზაიკას“ მასალის გამოქვეყნების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურ საცხოვრისში წყლის მოტორი დაამონტაჟა.

კომბინატის დასახლებაში, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში, მერიის შესაბამისმა სამსახურმა წყლის საქაჩი დააყენა. პრობლემაზე რეაგირება მას შემდეგ მოხდა, რაც რადიო “მოზაიკამ“ ამ თემაზე სიუჟეტი მოამზადა.

ადგილობრივებს წყლის პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ.

“წყლის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში გვაწუხებდა აქ შემოსახლებულებს. მე მცირეწლოვანი შვილები მყავს და წყლის მომარაგება ოჯახისთვის მეზობლებისგან მიწევს. ჭურჭლის გასარეცხადაც არ გვქონდა წყალი. თქვენი სიუჟეტის შემდეგ წყალკანალიდან მოვიდნენ, შეისწავლეს, რაში მდგომარეობდა პრობლემა და დროულად მოგვიგვარეს“, - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ლუიზა ტუკვაძემ.

გორის მერიამ პრობლემის შესახებ, რადიო “მოზაიკასგან“ შეიტყო. 

მას შემდეგ რაც გავეცანი რადიო “მოზაიკას“ მასალას, სოციალური საცხოვრისის მდგომარეობაზე, დავავალე შესაბამის სამსახურებს ადგილზე მისულიყვნენ, გაეგოთ, რა იყო საჭირო და მოეგვარებინათ პრობლემა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ნარკოლოგიურში მცხოვრებ ოჯახებს წყლის პრობლემა აღარ აწუხებთ“, - აღნიშნა ერასტი ელიჯარაშვილმა.

რადიო “მოზაიკას“ ჟურნალისტის, ლადო მიხანაშვილის განმარტებით, ადგილზე არსებულ პრობლემას შორის სოციალურ საცხოვრისში ყველაზე მეტად წყლის პრობლემა გამოიკვეთა.

“დავინტერესდით, რა მდგომარეობაში ცხოვრობდნენ ოჯახები ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში. ყველაზე მწვავედ საყოფაცხოვრებო პირობებს შორის, წყლის საკითხი დაასახელეს, რასაც მათი განმარტებით, წყალსაქაჩი მოწყობილობის არარსებობა იწვევდა“, - ამბობს ლადო მიხანაშვილი.

სოციალურ საცხოვრისს ამ დრომდე წყლის მხოლოდ ერთი ტუმბო ჰქონდა, რომელიც 105 ოჯახის წყლით მომარაგებას ვერ უზრუნველყოფდა.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 476 times Last modified on აპრილი 24 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი