მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

სასმელი წყალი - ციცაგიანთკარელების გასაჭირი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიაანთკარს​​ სასმელი წყალი გრაფიკით, სამ დღეში ერთხელ მიეწოდება. სოფელში 80- მდე ოჯახი ცხოვრობს.

სასმელი წლის პრობლემის მოგვარებას ციცაგიანთკარის მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს. წყალი სოფელს 3 დღეში ერთხელ მიეწოდება. 

“არ ჰყოფნის სოფელს წყალი, გრაფიკით გვაქვს, საკმარისი არ არის.  ახლაც იმას ვფიქრობ, ბავშვს წყალი რომ მოუნდება, რა დავალევინო. ამდენი წელია საშველი არ დაადგა ამ პრობლემას. ზაფხული მოდის და როგორ უნდა გავძლოთ, წყლის გარეშე არ ვიცით“, - ამბობს თეა არხოშვილი

“ჩვენ სოფელში უამრავი პრობლემაა, სკოლა და საბავშვო ბაღი არ გვაქვს, ამბულატორია არ გვაქვს და კიდევ ბევრი რამ არ არის სოფელში, მაგრამ პირველი პრობლემა ჩვენთვის სასმელი წყალია. არ ვიცი, კიდევ სადმე თუ არსებობს ასეთი სოფელი. დაცლის პირასაა და ყურადღებას მაინც არავინ გვაქცევს “,  - ამბობენ ადგილობრივები.  

ახალუბნის თემის წარმომადგენელი მერიაში, ტარიელ ვათიაშვილი ამბობს, რომ სოფელში კიდევ ერთ ჭაბურღილს მოაწყობენ.

“არსებული ჭაბურღილი სოფელს სასმელი წყლით ამარაგებს, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ არ მიეწოდებათ, იმიტომ რომ გადასახადს არ იხდიან ხოლმე. სულადობრივად აქვთ გადასახადი.ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ სასმელი წყალი. რომ გადაიხადონ გადასახადი, უწყვეტად ექნებათ წყალი. ახლა დაგეგმილია ახალი ჭაბურღილის დამატება, პროექტი უკვე შედგენილია და მიმდინარე წელს დაიწყება მუშაობა“, - გვითხრა ტარიელ ვათიაშვილმა.

ციცაგიაანთკარში ამ დროისთვის, 80 - მდე ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივების თქმით არსებული პრობლემები თუ დროულად არ გადაწყდება, სოფელი მოსახლეობისგან დაიცლება.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1751 times Last modified on მაისი 04 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი